თორნიკე რიჟვაძე - სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება, დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები

სრული „ლოკდაუნი“ არ განიხილება. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მან რეგიონში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა და აღნიშნა, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება.

"ბოლო დღეებში არსებული დინამიკა არის საკმაოდ საყურადღებო. დღეს იქნება შესაბამისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა და ვიმსჯელებთ კონკრეტულ ღონისძიებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია, მათ შორის მესამე ტალღის მართვის ნაწილში, თუმცა კიდევ ერთხელ შემიძლია ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არ განიხილება სრული „ლოკადაუნი“. დინამიკის მიხედვით შესაძლოა განვიხილოთ კონკრეტული წერტილოვანი შეზღუდვები,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა