ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ხმაური და დაპირისპირება იყო.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე ტაძარში მივიდა, თუმცა კარი დაკეტილი დახვდა და არ შეუშვეს.

ტაძრის ყოფილი წინამძღოლის, მამა დანიელის განცხადებით, მეუფე სტეფანემ პასუხი უნდა გასცეს, რატომ გადააყენა წინამძღოლობიდან და ასევე დაამტკიცოს ის, რის გამოც მეუფე პეტრეს „ცილს სწამებს“.

„მიგვაჩნია, რომ ის არის უღირსი მღვდელმთავარი. მან სამ რაღაცაზე უნდა გასცეს პასუხი. პირველი - რატომ ამიკრძალა ტრაპეზთან მიახლოება, მეორე- მეუფე პეტრეს საშინელი ცილი დასწამა. მან ეს უნდა დაამტკიცოს. სანამ მიწაში არ ჩავა ამაზე პასუხი ექნება გასაცემი. მესამე ისაა, რომ მან ჩვენი აღსარება გასცა", - განაცხადა მამა დანიელმა.

მეუფე სტეფანემ მონასტრის ეზოში იგალობა. მოგვიანებით მან ტერიტორია შეძახილების ფონზე დატოვა. ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს