„აიპლიუსი“ აპრილის თვიდან მომხმარებლებს Baseus-ის პროდუქციის განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს

საქართველოში Apple-ის ოფიციალური პარტნიორი კომპანია „აიპლიუსი“ აპრილის თვიდან მომხმარებლებს Baseus-ის პროდუქციის განახლებულ ასორტიმენტს სთავაზობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „აიპლიუსიდან“ აცნობეს, Baseus-ის პროდუქცია თავდაპირველად წარმოდგენილი იქნება მანქანის აქსესუარებით, ჭკვიანი მტვერსასრუტებით, დამტენი ადაპტერებით და კაბელებით. ზაფხულიდან კი ასორტიმენტი კიდევ უფრო გაიზზრდება.

როგორც Baseus-ის და Xiaomi-ის პროდუქციის გაყიდვების მენეჯერი ფატი გობაძე აცხადებს, Baseus-ის ორიგინალი პროდუქცია მაღაზიებში 22 აპრილიდან გამოჩნდება.

„როგორც იცით, აპრილის თვეში ხელშეკრულება გავაფორმეთ Xiaomi-ის ბრენდთან, რომელიც საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იქნება წარმოდგენილი აიპლიუსის მაღაზიებში, თუმცა კიდევ ერთი ძალიან კარგი სიახლე გვაქვს და უკვე 22 აპრილიდან მაღაზიებში Baseus-ის ორიგინალი პროდუქციაც გამოჩნდება. პირველ ეტაზე ჭკვიან აქსესუარებთან ერთად მანქანის და სმარტფონის დამტენი მოწყობილობები გვექნება, თუმცა ზაფხულის თვიდან უფრო გაფართოვდება“, - აცხადებს ფატი გობაძე.

როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, 22 აპრილიდან კომპანიაში მოეწყობა სპეციალური Baseus-ის კუთხე, სადაც თქვენთვის სასურველი პროდუქციის დატესტვას და ახლოდან გაცნობას შეძლებთ.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო