ზუგდიდში 55 ოჯახს სასოფლო-სამეურნეო  ტექნიკა და შესაწამლი ნივთიერებები გადაეცა

თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტომ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისა და ასოციაცია „იმედის“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის თანამშრომლობის ფარგლებში, ზუგდიდში, ადგილობრივ და აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, პესტიციდები, ჰერბიციდები და აგროქიმიკატები გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 8 ადმინისტრაციულ ერთეულში (კოკი, ორსანტია, რიყე, ანაკლია, განმუხური, რუხი, შამგონა, ხურჩა) მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებისა და ადგილობრივი მოსახლეობის აგრარული საქმიანობის მხარდაჭერას და მათი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, მოადგილე კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, „იმედი“ დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის ასოციაციის თავმჯდომარე ქრისტინა კილანავა, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თბილისის ოფისის კოორდინატორი ნეჯლა დემირდაღ ესწრებოდნენ.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მადლობა გადაუხადეს მხარდაჭერისთვის.

„თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსა და ასოციაცია "იმედის" მხარდაჭერით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ჩვენს ადგილობრივ და დევნილ მოსახლეობას, 55 ოჯახს გადაეცემა სოფლის მეურნეობისთვის როგორც ტექნიკა, ისე შესაწამლი ნივთიერებები. აღნიშნული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენ შემდგომშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას როგორც თურქეთის მთავრობასთან, ისე სხვა დონორ ორგანიზაციებთან, რათა მაქსიმალურად შევძლოთ ჩვენი მოსახლეობის მხარდაჭერა“-აღნიშნა გიორგი შენგელიამ.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო (TİKA) თურქეთის მთავრობაზე დაქვემდებარებული საერთაშორისო ტექნიკური დახმარების ორგანიზაციაა, რომელიც დაარსდა 1992 წელს. დღეისათვის TİKA 60 ქვეყანაში საქმიანობს 62 საკოორდინაციო ოფისით.

TİKA-ს თბილისის პროგრამის საკოორდინაციო ოფისი 1994 წელს გაიხსნა. განვლილი 26 წლის მანძილზე ორგანიზაციას საქართველოში 600-ზე მეტი დიდი და მცირე პროექტი აქვს წარმატებით განხორციელებული.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა