თორნიკე რიჟვაძე - აჭარა ჩეხეთთან ეკოლოგიის მიმართულებით ითანამშრომლებს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიის კვლევა და არეალის ნარჩენებისგან დასუფთავება იწყება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიკაელა მარკსოვასთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

„როგორც ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის თანახმად, ბათუმში, თამარის დასახლებაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ჩეხი ექსპერტები იმუშავებენ.

„ბათუმში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს ვმასპინძლობთ. მნიშვნელოვანია ჩეხეთის, როგორც ევროკავშირის ლიდერი ქვეყნის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომლის საფუძველზეც ბათუმში დავიწყებთ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ტერიტორიის გაწმენდას. ეს გახდება ერთ-ერთი ის პროექტი, რომელიც დაეხმარება როგორც ადგილობრივ ეკონომიკას, ასევე მწვანე ეკონომიკის ხაზს და პოლიტიკის გაძლიერებას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

პირველ ეტაპზე, უცხოელი ექსპერტები ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეტალურ კვლევას, ასევე, არეალის მოწესრიგების გეგმას და საერთაშორისო ტენდერისთვის დოკუმენტაციის მომზადებას განახორციელებენ.

მათივე ცნობით, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ყოფილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტერიტორიაზე დაგროვილმა სხვადასხვა ტიპის ნარჩენებმა (ნავთობშლამი, მჟავე გუდრონი და სხვა) ტერიტორიაზე რთული ეკოლოგიური ვითარება შექმნა. პრობლემის მოგვარება, დონორ ორგანიზაციასთან მიღწეული უმნიშვნელოვანესი შეთანხმებით, უკვე დაიწყო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა