ალექსანდრე დალაქიშვილის და ნინო ლაცაბიძის ინიციატივით, ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების, ალექსანდრე დალაქიშვილის და რუსთავის და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით ბიზნეს სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას, მაჟორიტარი დეპუტატის ნინო ლაცაბიძის ბიურო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგიონული განვითარების სააგენტოს ორგანიზებითა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჩართულობით გამართულ შეხვედრზე, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ, მიღებული კანონის აღსრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს. აღსანიშნავია, რომ კანონი მიმდინარე წლის 1 ივნისს ძალაში შევა.

„ვიცით, რომ კანონის ეფექტიანი აღსრულება მარტივი პროცესი არ იქნება, მაგრამ კანონი მიღებულია და შემდეგი ეტაპი რაც აღნიშნულის აღსრულებას შეეხება კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს!”,- აცხადებს ნინო ლაცაბიძე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონის მიღებას აუცილებლად უნდა მოჰყვეს მისი ეფექტიანი აღსრულება, შეხვედრაც სწორედ ამას ემსახურებოდა.

„აღნიშნულიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია, როგორც თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა, ასევე ბიზნეს სექტორის ხელშეწყობა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა