ლადო მგალობლიშვილი - ნიკა მელია ღია საკნის ორპირ ქარში დგას - ან გამოვიდეს, ან შევიდეს, რადგან ასე შეიძლება გაცივდეს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრის ლადო მგალობლიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მუდმივად ცდილობს საკუთარი თავი კანონზე მაღლა დააყენოს.

როგორც მგალობლიშვილი აღნიშნავს, ნიკა მელია კატეგორიულად ითხოვს თავის სურვილებს მოერგოს სახელმწიფო და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები.

„ეს არა და ვერ მოხდება! სამართლებრივ სახელმწიფოში ვერც ერთი ადამიანი ინსტიტუტებს კანონის დარღვევის ხარჯზე ვერ დააშანტაჟებს. დღეს ნიკა მელია ღია საკნის ორპირ ქარში დგას - ან გამოვიდეს, ან შევიდეს, რადგან ასე შეიძლება გაცივდეს და შემდეგ ეს სახელწიფოს და ხალხს დააბრალოს.

რაც უნდა ეცადოს „ნაცმოძრაობამ“, ოპოზიცია მათი დღის წესრიგით აღარ იმოქმედებს. საქართველოში ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია. ისინი სრულ თამაშგარე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, რითაც სრულად დაუპირისპირდნენ დასავლეთს და გვერდში ამოუდგნენ რუსეთს!“- აცხადებს მგალობლიშვილი, რომლის კომენტარსაც აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა