დავით ბაციკაძე ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს და პატივი სცეს საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი დავით ბაციკაძე ნიკა მელიას მოუწოდებს, რომ პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღოს და პატივი სცეს საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას.

როგორც ბაციკაძე აღნიშნავს, ნიკა მელიას უარი გირაოს გადახდაზე ნიშნავს, რომ კანონი მისთვის კანონი არ არის.

„ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში კანონის უზენაესობა დაცულია და კანონის წინაშე თანასწორია ყველა - პრეზიდენტიც და რიგითი მოქალაქეც. როცა ადამიანი ჩადის დანაშაულს და სასამართლო ინსტანცია შესაბამის სასჯელს ადებს, ის ვალდებულია დაემორჩილოს ამ გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, კანონს. ნიკა მელიას უარი გირაოს გადახდაზე და ამ გზით საპატიმროს დატოვებაზე, კიდევ ერთხელ ნიშნავს იმას, რომ მისთვის კანონი არ კანონობს. მან კარგად იცის, რომ გირაოს გადახდა მას სასამართლოს გადაწყვეტილებისგან ვერ იხსნის, დადასტურდება მისი დანაშაულებრივი ქმედება. რაც შეეხება ამნისტიით მის გათავისუფლებას, აქ სრულიად განსხვავებული ვითარება იქმნება და ესეც ყველასათვის ნათელია.

იმედია, ნიკა მელია კიდევ ერთხელ დაფიქსირდება და პატივს სცემს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, რათა მიიღოს პრაგმატული გადაწყვეტილება და კანონი აღასრულოს ისე, როგორც ეს მოეთხოვება ნებისმიერ მოქალაქეს“, - განაცხადა ბაციკაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს