ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა

ბათუმის რესპუბლიკურ კლინიკური საავადმყოფოს 190 ათასი ევროს ღირებულების სამედიცინო აპარატურა გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, თანამედროვე სამედიცინო ინვენტარი კლინიკას, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ჩეხეთის საელჩომ გადასცა. კერძოდ გადაეცათ ჩვილის სხივური გამათბობელი, ელექტროკუაგულაციის დანა, რეანიმაციული პედანტი და სამშობიარო საწოლი.

შეხვედრას ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო ურთიერთობების მინისტრის მოადგილე მიქელა მარსოვა, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდნენ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა