ტიტე აროშიძე - ნიკა მელია აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რაც 20 ივნისის ღამეს ჩაიდინა, სავარაუდოდ, სინდისის ქენჯნა არ აძლევს უფლებას, რომ დატოვოს საკანი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის ტიტე აროშიძის განცახადებით, ნიკა მელია აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რაც 20 ივნისის ღამეს ჩაიდინა. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც აროშიძე აცხადებს, თუ ნიკა მელია უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მცდელობას, ქვეყანა პოლიტიკურ კრიზისში დარჩეს.

„ცხადია, ნიკა მელია აცნობიერებს იმ მძიმე დანაშაულს, რაც 20 ივნისის ღამეს ჩაიდინა, სავარაუდოდ, სინდისის ქენჯნა არ აძლევს უფლებას, რომ დატოვოს საკანი და სურვილი აქვს ბოლომდე მოიხადოს სასჯელი, თუმცა გამომდინარე არსებული სიტუაციიდან, „სინდისის გაღვიძება“ არადროულია და მაშინ, როდესაც ევროკავშირი მთლიანად ერთვება პროცესებში და მედიაციას საკუთარ თავზე ღებულობს ნიკა მელიამ უნდა მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და დაეთანხმოს შეთავაზებას. ნიკა მელიამ უნდა გააცნობიეროს, რომ ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის წინსვლა და პოლიტიკური კრიზისის დაძლევაა და გვერდით უნდა გადადოს სხვა ამბიციები. ვფიქრობ, თუ ნიკა მელია, უარს იტყვის ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოზე, ეს რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ დაადასტურებს რადიკალური ოპოზიციის მცდელობას ქვეყანა დარჩეს პოლიტიკურ კრიზისში, ეს იმ ფონზე როდესაც შარლ მიშელი კონკრეტულად საუბრობს ევროკავშირისა და საქართველოს სიახლოვის მნიშვნელობაზე, ვციტირებ „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მნიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა“. ამასთანავე, არის რისკი, რომ მელია არ მიიღებს „ქართული ოცნების“ შეთავაზებას შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ნიკა მელია მისი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ერთხელ ღრმად დაფიქრდება და არა სახელმწიფოებრიობის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, არამედ ქვეყნის განვითარებისთვის, ევროკავშირთან მეტი დაახლოების და ჩიხიდან გამოსვლისათვის გადადგამს ნაბიჯს და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა აროშიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა