ახალი სერვისი არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებს

Colliers Georgia Mining and Minerals კიდევ ერთ ახალ სერვისს ნერგავს, რომელიც არააქტიური მოპოვების ლიცენზიის მფლობელებისათვის აქტივების მენეჯმენტს გულისხმობს. სერვისი კერძო კომპანიებისთვისაა, რომელთაც სურთ საკუთარ მფლობელობაში არსებული წიაღის მოპოვების ლიცენზიების განკარგვა ან მათი ეკონომიკურ საქმიანობაში დროული ჩართვა.

პირველადი ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ხშირი შემთხვევები, როდესაც სამთო-მომპოვებით სექტორში ფუნქციონირებადი კომპანიები აჩერებენ სამეწარმეო ოპერაციებს. პროცესების შეჩერების მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა საბაზრო თუ არასაბაზრო, სუბიექტური და კომერციული ფაქტორი იყოს. მიზეზებისგან დამოუკიდებლად ცალსახად ჩანს ტენდენცია - ბოლო პერიოდში, საქართველოში მსგავსი ტიპის კომერციული სუბიექტების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. პასიურ მფლობელობაში არსებული რესურსების ბაზა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ისეთი ტიპის ნედლეულს, როგორებიცაა: გრანიტი, დიაბაზი, ტეშენიტი, მარმარილო, კირქვა, საცემენტე თიხები, სხვადასხვა სახის საშენი მასალები, მინერალური და მტკნარი წყლის რესურსი.

კოლიერსის ახალი სერვისი სწორედ ასეთი ტიპის კომპანიებისთვის შეიქმნა და მიზნად ისახავს მათი არააქტიური ფლობის ლიცენზიების გამოღვიძებას. მომსახურება მოიცავს: ლიცენზიით გათვალისწინებული რესურსის საბაზრო ფასის განსაზღვრას, მოპოვება/გადამუშავების მიზნით საინვესტიციო პროექტის შემუშავებას, ლიცენზიის გაყიდვას კომერციულად მომგებიანი პირობით, ინვესტორის მოძიებასა და შესაბამის ტექნიკურ/ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

მიმდინარე ეტაპზე კოლიერსი აქტიურად მუშობს, კარიერის შეძენით დაინტერესებული პირებისთვის კონკრეტული საინვესტიციო ქონებების შეთავაზებაზე. ამჯერად კომპანიას ინერტული მასალების მოპოვებით დაინტერესებული პირებისთვის საინტერესო კარიერი გამოაქვს ბაზარზე გასაყიდად. კარიერი კერძო მფლობელობაშია და მისი ხელსაყრელი გეოგრაფიისა თუ რესურსის მოცულობის გათვალისწინებით, უკვე შესაძლებელია წარმატებული საინვესტიციო პროექტის განხორციელება.

უნდა აღინიშნოს, რომ კოლიერსის გუნდი მომხმარებელს ბუნებრივი რესურსების სარგებლობასთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს. ამ მრავალფეროვანი სერვისების გამოყენებით, სამთო-მომპოვებელ სექტორში ინვესტირებით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგეგმონ, განავითარონ და შეაფასონ მათი ბიზნეს რისკები, მოიპოვონ სათანადო უფლებები და მიიღონ კვალიფიციური სამართლებრივი და ტექნიკური მხარდაჭერა.

mm.colliers.ge | +995591222227 | maia.zavrashvili@colliers.ge

(R)

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა