გორის დრამატული თეატრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოიხსნა

გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა აპრილში ჩანიშნული ყველა სპექტაკლი რეპერტუარიდან მოხსნა. ამის მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ თეატრის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა.

„აპრილში დანიშნული ყველა სპექტაკლი მოიხსნა, მაყურებელს ბილეთების დაბრუნება შეუძლია თეატრის სალაროში, ასევე შეუძლია გამოიყენოს მომავალში დანიშნულ სპექტაკლებზე“, - აცხადებენ თეატრის ადმინისტრაციაში.

პანდემიით გამოწვეული რამდენიმეთვიანი ტაიმ-აუტის შემდეგ, გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ფუნქციონირება 1-ლი აპრილიდან განაახლა და 2 აპრილს, მაყურებელს ფლორიან ზელენის პიესა „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმული ამავე სახელწოდების სპექტაკლის პრემიერა წარუდგინა.

კოვიდ 19-ის დადასტურების გამო, გორის თეატრის რეპერტუარიდან მოიხსნა თოჯინური სპექტაკლი „მზის სხივი“, „ვაჟიშვილი“, „კარლსონი“ და საბა ასლამაზიშვილის რეჟისორული ნამუშევრის - „სტრიპტიზი“ პრემიერა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა