კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პარტია მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწერს.

როგორც კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა.

„არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა - პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა. შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საპარლმენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა. აქვე, მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას“, -ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კახა ოქრიაშვილი - 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა

პარტიის „პროგრესი და თავისუფლება“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი პარტია მედიატორ შარლ მიშელის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ხელს მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ მოაწერს.

როგორც კახა ოქრიაშვილი აღნიშნავს, 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა.

„არ მაქვს განცდა, რომ მოლაპარაკების პროცესი დასრულდა - პირიქით, ახლა იწყება. 2021 წელს 43%-იანი პლებისციტის დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ დასრულებულა. შემოდგომაზე ჩვენ გვაქვს 43%-იანი პლებისციტი და არა მორიგი, ან ჩვეულებრივი ადგილობრივი არჩევნები. ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ აღიარა, რომ საპარლმენტო არჩევნები დასრულებული არ არის, რადგან მათ შეეშინდათ ამ დოკუმენტში ხალხის მხრიდან ვითომდა მიღებული ე.წ. მხარდაჭერის 48 %-ის ჩაწერა. აქვე, მინდა ვთქვა, ოპოზიციის ერთიანობა რომ ყოფილიყო და რამდენიმე დღეც რომ მოეცადათ ხელმოწერამდე, საერთო ძალისხმევით უკეთეს შედეგებს დავდებდით, თუმცა ეს საკითხი უკვე ჩავლილია.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების პროცესს, იგი ყოველგვარი დამამცირებელი პროცედურებისა და გირაოს გადახდის გარეშე, სასწრაფოდ უნდა გამოვიდეს ციხიდან. როგორც კი პოლიტპატიმარი ნიკა მელია გათავისუფლდება, იმავე დღეს მოვაწერ ხელს ამ შეთანხმებას“, -ნათქვამია ოქრიაშვილის განცხადებაში.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო