შიდა ქართლის გუბერნატორი - რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა იმატა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება

რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა იმატა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან" შიდა ქართლის გუბერნატორმა მამუკა საღარეიშვილმა განაცხადა.

„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 226 ახალი შემთხვევიდან 56 დადასტურდა შიდა ქართლში. ამასთანავე, გუშინ გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 39 შემთხვევა, გუშინწინ - 85, აღნიშნული ციფრების საფუძველზე ჩანს, რომ საკმაოდ იმატა რეგიონში კოვიდ 19-ის ფაქტებმა და ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების ტენდენცია შეინიშნება, რის გამოც კიდევ უფრო გამკაცრდა კონტროლი პრევენციული ღონისძიებების გატარებასა და დადგენილი რეგულაციების აღსრულებაზე.

შესაბამისი სამსახურების მხრიდან გამკაცრდა თვითიზოლაციაში მყოფი პირების კონტროლი, პირბადის სწორად მოხმარებასა და დისტანციის დაცვაზე კონტროლი და პარალელურად, მიმდინარეობს პრევენციული ზომების მიღება, რომ თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავალი შეკრებები და სოციალური ღონისძიებები", - აღნიშნა შიდა ქართლის გუბერნატორმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა