„გორმედის“ ხელმძღვანელი - პიკური პერიოდის შემთხვევაში გაგვაჩნია საკმარისი რესურსი, რომ კოვიდის სამართავად დამატებითი საწოლფონდის მობილიზება შევძლოთ

ბოლო ორი კვირაა ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები უარესდება. ამ ვითარებაში გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად მოხდეს დამატებითი საწოლფონდის მობილიზება, - ამის შესახებ შიდა ქართლში მოქმედი სამედიცინო ქსელ „გორმედის“ დამფუძნებელმა გია სვანაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი კვირაა, უარესდება ეპიდემიოლოგიური მაჩვენებლები. ამ ვითარებაში, ბუნებრივია, დღის წესრიგში დგება კლინიკების და საწოლფონდის მობილიზების საკითხი, თუმცა „გორმედის“ ქსელს წინასწარი მობილიზება არ სჭირდება. გაგვაჩნია საკმარისი რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად მოხდეს დამატებითი საწოლფონდის მობილიზება. მოგეხსენებათ, გასული თვეების პიკურ პერიოდში „გორმედმა“ სახელმწიფო 250 საწოლით უზრუნველყო, ამჟამად კი, ქსელის ერთი კლინიკა კვლავ მთლიანად ეთმობა კოვიდის მართვას. ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური რესურსი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად მოხდეს შუალედურად 111 საწოლის მობილიზება, შემდგომ კი, პიკურად, გასული თვეების მაჩვენებელზე დაბრუნება - 250 საწოლის მობილიზება. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსთან, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და რეგიონის გუბერნატორთან მოქმედ ოპერატიულ შტაბთან, სწორედ მათთან შეთანხმებით ხდება შემდგომი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის დამფუძნებელმა გია სვანაძემ.

შეგახსენებთ, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის პროგნოზებით, კორონავირუსის შემთხვევების პიკურ პერიოდს ქვეყანა მაისის შუა რიცხვებში ელის.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა