რუსთავში ომარ გუგეშაშვილის სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

რუსთავში, საქართველოს დამსახურებულ მწვრთნელს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ომარ გუგეშაშვილს, 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარსკვლავი გაუხსნეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ღონისძიებას, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე კახა გურული, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი დავით შანიძე, თავად ომარ გუგეშაშვილი, ოჯახის წევრები და მის მიერ აღზრდილი სხვადასხვა თაობის სპორტსმენები დაესწრნენ.

,,რუსთავის პარკის ერთ-ერთ ხეივანში, დღეს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში დამსახურებული მწვრთნელის ომარ გუგეშაშვილის სახელობის ვარსკვლავი გავხსენით, ადამიანის, რომელსაც უამრავი დამსახურება აქვს, როგორც ჩვენი ქალაქის, ასევე ქვეყნის წინაშე, მას აღზრდილი ჰყავს მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები. ბატონმა ომარმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ 80 წლის იუბილეზე, მისი სახელის უკვდავსაყოფად ვარსკვლავი გაგვეხსნა . ძალიან სასიხარულოა ეს ჩვენთვის, ვულოცავ მას 80 წლის იუბილეს, ვულოცავ მის ოჯახს და მთელ სპორტულ სამყაროს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

ომარ გუგეშაშვილს არაერთი წარმატებული სპორტსმენი ჰყავს აღზრდილი, მათ შორისაა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, მსოფლიო თასის მფლობელი თემურ ყაზარაშვილი.

„გუგეშაშვილს 2017 წელს რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა, ის დღემდე ემსახურება მომავალი ჯანსაღი თაობების აღზრდას.

ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალი რუსთავის მერიის, სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით, ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა