„ლუტეცია ჯგუფი“ ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდს აარსებს

ალბათ, ბევრი თქვენგანისთვის ლუტეციას სახელი დღემდე სილამაზესთან თუ თავის მოვლასთან ასოცირდება, თუმცა ამ წლების განმავლობაში ლუტეციას გუნდი ყოველთვის ცდილობდა მომხმარებლებისა თუ სრულიად უცხო ადამიანებისათვის ბევრად მეტი დადებითი ემოციის გაზიარებას.

23 აპრილი - ეს სწორედ ის თარიღია, რომელმაც კომპანიის თითოეული წარმომადგენლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა, რადგანაც სწორედ ამ დღეს ჩაეყარა საფუძველი ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციას და, ალბათ, სიმბოლურია, რომ ეს თარიღი ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებლის, ბატონი ვახტანგის, დაბადების დღეს დაემთხვა.

ლუტეცია ჯგუფის დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი ფილოსოფია გარშემომყოფებისათვის ახალი პერსპექტივებისა და ფერადი მომენტების შექმნაა. ბატონი ვახტანგი და მისი გუნდი მუდმივად განვითარებასა და სიახლეებზე გახლდათ ორიენტირებული და სწორედ ამ გზამ მიიყვანა ის გადაწყვეტილებამდე, რომ ჩვენ გარშემო არსებული სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვლა - არა მხოლოდ ადამიანების გარეგნულ მშვენიერებაზე ზრუნვით, არამედ მათი შინაგანი მისწრაფებების, ოცნებებისა და შესაძლებლობების მხარდაჭერით.

„ ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი განათლებაშია. ლუტეცია ფონდი ყოველწლიურად შეარჩევს ახალგაზრდებს და დაეხმარება მათ განათლების მიღებასა და მშვენიერი მომავლისკენ მიმავალ გზაზე სვლაში.“ - სწორედ ეს იქნება ფონდის მიზანი, რომელიც ერთგვარად ლუტეცია ჯგუფის დამფუძნებლის, ვახტანგ ფხაკაძის, ხედვისა და წლების წინ ყოველგვარი აფიშირების გარეშე დაწყებული საქმის გაგრძელებაა.

ფონდის დაფინანსებაში ლუტეცია ჯგუფის წევრი თითოეული კომპანია იქნება ჩართული და ყოველწლიურად მოგების გარკვეულ წილს ვახტანგ ფხაკაძის სახელობის საქველმოქმედო ფონდ ლუტეციაში გადარიცხავენ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდების მხარდასაჭერად, რომლებიც ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში შეირჩევიან.

ლუტეცია ჯგუფში სჯერათ რომ განათლება არის სწორედ ის, რაც არა მარტო ერთი ადამიანის მომავალზე ზრუნვას, არამდე მთელი საზოგადოებისათვის გაწეულ სასიკეთო საქმეს ნიშნავს.

ახლადშექმნილ ფონდში უამრავი სამომავლო გეგმა, იმედი და მიზანი აქვთ და ერთი წამითაც არ ეპარებათ ეჭვი, რომ ყოველ მომდევნო წელს უფრო ძლიერები შეხვდებიან, შეძლებენ ფონდის საქმიანობისა და მასშტაბების გაფართოებას და, რაც მთავარია, უფრო მეტ ღირსეულ ახალგაზრდას დაანახებენ ახალ ჰორიზონტებსა და კიდევ უფრო მშვენიერი სამყაროსკენ მიმავალ გზას.

იხილეთ ვიდეო:

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა