შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია მისი გათავისუფლების მიზნით შეთავაზებულ ორივე გზაზე უარს იტყვის, „დარჩება იქ, სადაც არის“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ ნიკა მელია მისი გათავისუფლების ორივე გზაზე - ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოსა და ამნისტიის აქტზე უარს იტყვის, „დარჩება იქ, სადაც არის“.

როგორც შალვა პაპუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, მესამე გზა მელიას გასათავისუფლებლად არ განიხილება.

ნიკა მელიას ნების წინააღმდეგ რა უნდა განხორციელდეს?! ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ, ადამიანს აქვს თავისუფლება, მათ შორის, იმის თავისუფლება, რომ საკუთარ თავს შეუზღუდოს თავისუფლება. ასე რომ, კი ბატონო, შეუძლია დარჩეს იქ, სადაც არის“, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა კითხვას, რა მოხდება თუ ნიკა მელია არც ევროკავშირის მხრიდან გირაოს გადახდას დათანხმდება და არც ფართო ამნისტიის საფუძველზე გათავისუფლებას.

პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ნიკა მელიას გარდა, ვრცელდება „20 ივნისის ღამეს პოლიციელებზე ძალადობაში ბრალდებულ სხვა პირებზეც, რომლებზეც ოპოზიცია არ ზრუნავს და რახამ ნიკა მელია თანახმა არ არის, სურთ, რომ ამის გამო ხელისუფლებამ სხვა ადამიანებსაც უარი უნდა უთხრას გათავისუფლებაზე“.

პაპუაშვილის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონის დაინიცირება შეთანხმების დოკუმენტში არა ნიკა მელიას გათავისუფლებისთვის, არამედ ზოგადად 20 ივნისის მოვლენასთან დაკავშირებული გვერდის გადაფურცვლის სულისკვეთებით ჩაიწერა.

„საქმე ისაა, რომ ამ ქცევით ნიკა მელიას მხრიდან გამოჩნდა, რატომ მოიხსნა სამაჯური, რატომ არ გადაიხადა გირაო. სწორედ ამ გზას დააყენეს ის, რათა მისი ინსტრუმენტალიზირება მომხდარიყო, ის ყოფილიყო ინსტრუმენტი მღელვარებისა საზოგადოებაში და ეს არ გამოუვიდათ, ეს ჩაეშალათ, ეს არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მარცხი, რომ ეს გეგმა ჩაიშალა, შეთანხმება შედგა და მეორე საკითხი, ნიკა მელიას წარმოჩენა რომ ხდება, თითქოს მის გარშემო ტრიალებს დედამიწა, სულისკვეთება იყო სულ სხვა შემოთავაზება იყო შარლ მიშელის, რომ ხომ არ იქნებოდა კარგი, თქვენი უახლოესი წარსულის ეს გვერდი, რომელიც დაკავშირებულია 20 ივნისთან, გადაგეფურცლათ და შეთანხმება ამაზე შემდგარიყოო და სწორედ ამაზე შევთანხმდით ყველა, ვინც ხელი მოვაწერეთ. ამიტომ ეს არ შეეხება მხოლოდ ნიკა მელიას, შეეხება მასთან ერთად ბრალდებულ სხვა პირებს, რომლებიც, ასევე, ძალადობაში არიან ბრალდებულები, ვინც მაშინ პარლამენტის წინ ამ მოვლენების დროს, პოლიციაზე ძალადობდა, სხვა ხალხიც არის და იმ ხალხზე ჩვენი ოპონენტები საერთოდ არ ზრუნავენ და ნიკა მელია რომ უარს ამბობს, ამის გამო, ამ ხალხსაც უარი უნდა ვუთხრათ, ასე გამოდის ხო ?“ -განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლება ნიკა მელიას გათავისუფლების სხვა მექანიზმებს არ განიხილავს, გარდა ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული გირაოსი და პარლამენტში დასაინიცირებელი კანონის ამნისტიის შესახებ, მათ შორის არ განიხილავს ვარიანტს, რომ პროკურატურამ სასამართლოს მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.

„მასე, არსებობს სხვა გზაც, რომ გაიხსნას ციხის კარები და ყველა გამოვიდეს გარეთ!“- განაცხადა პაპუაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა