ილია ვერძაძე - ვინ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და ვის არ უნდა საკითხის მოგვარება? ესენია: ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი

19 აპრილის შეთანხმება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იყო საქართველოს უახლეს ისტორიაში: მოხდა ლუსტრაცია, ვინ არის რეალურად ამ ქვეყანაში დესტრუქციის და არეულობის მომხრე. ამ ხალხს დღესაც უნდა დაბრკოლებების შექმნა, რადგან არ აწყობთ ქვეყნის მშვიდობიანი განვითარების და ეკონომიკური წინსვლის სცენარი, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ილია ვერძაძემ განაცხადა.

მისი თქმით, გამოჩნდა ისიც, ვინც აბულინგებდა, ცდილობდა ნეგატიური ზეგავლენა მოეხდინა მცირე ოპოზიციურ პარტიებზე.

„ასევე ნათლად დავინახეთ ის ტყუილი, რაც საფუძვლად დაედო მთელი ოპოზიციური სპექტრის ქმედებას და რისი მიზეზითაც წამოიწყეს მთელი ეს პროცესი.

ახლა აღარავის ახსოვს და არც დოკუმენტში ფიგურირებს არჩევნების თემა, რადგან კარგად იცოდნენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა. ასეთ აბსურდს, შესაძლოა, ერთი-ორი კვირა ემუშავა, თუმცა შემდეგ, ამანაც ტრანსფორმაცია განიცადა, გადაიზარდა დესტრუქციაში, დესტაბილიზაციაში. შემდეგ დაიწყო ვიღაცის თუ რაღაცის პრობლემა. პანდემიის გამოყენებაც კი სცადეს არაკორექტულად და ცუდი მინიშნებებით. ყველაფერი ეს მიმდინარეობდა საქართველოს იმიჯის შემლახავი დემარშებით. გახსოვთ, ალბათ, როგორ აყენებდნენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების ელჩებს შეურაცხყოფას მათ მიერ გულწრფელად გაკეთებული განცხადებების გამო, რომელიც ოპოზიციის სცენარში არ ჯდებოდა.

მოკლედ, ეს ყველაფერი დავინახეთ ამ პროცესიდან და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა გაარჩევს თეთრსა და შავს – ვინაა დესტრუქციული ძალა და ვინაა კონსტრუქციული. მაინტერესებს, ამდენი სალანძღავი განცხადების შემდეგ, როგორ დასხდებიან მაგიდასთან და რა პირით ითანამშრომლებენ კოლეგებთან?

მოდით, ისევ მივუბრუნდეთ იმ დესტრუქციულ ძალებს, რომლებიც განზე გამდგარი აღმოჩნდნენ. ვინ ეწინააღმდეგება შეთანხმებას და ვის არ უნდა საკითხის მოგვარება? ესენია: ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი და მიხეილ სააკაშვილი“, - აცხადებს ვერძაძე.

აღნიშნულ განცხადებას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო