ცოტნე ანანიძე ქობულეთში გამწვანების აქციას შეუერთდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში დედამიწის დღე გამწვანების აქციით აღინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარმა დეპუტატმა უმაღლეს საბჭოში - ცოტნე ანანიძემ, მუნიციპალიტეტის მერთან - მირიან ქათამაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის ცენტრში მდებარე 9 აპრილის სკვერში დეკორატიული ნაძვები დარგო.

ცოტნე ანანიძის განცხადებით, გამწვანების აქციებს უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი პლანეტისა და მისი მცხოვრებლებისათვის. მისივე თქმით, სუფთა გარემო და მწვანე ქალაქები ჯანსაღი მომავლის გარანტიაა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა