ჭყონდიდის ეპარქიაში, სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში დაპირისპირება იყო

ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ასწავლის ჭკუას“ , რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

„მიზეზი არის ერთი - ადამიანები, რომლებიც ეკლესიის წიაღში ცუდად აფათურებენ ხელს, უნდათ ხალხის ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს ყველაფერი ამ პარტიული ნიშნით გადაიტანონ და დაამახინჯონ ყოველივე ის სახე, რაც ეკლესიის წიაღში სიწმინდის აღსრულება უნდა იყოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არ შეიძლება.

ჩვენ ვსაუბრობდით შეკრების თემაზე და ამ დროს დავინახეთ, რომ ტაძარში ვიღაც ერის კაცი ასულია ამბიონზე და ადამიანებს ლოცვის დროს ასწავლის ჭკუას და ქადაგებს, რაც არ მივიღეთ და ამას მოყვა დაპირისპირება“ , - განაცხადა მამა ათინოგენემ.

ამ დროისთვის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სიმშვიდეა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს