ბათუმში სტუდენტებისთვის ღონისძიება „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლი“  გაიმართა

დედამიწის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის - მარინე გვიანიძისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების ინიციატივით, სტუდენტებისთვის ონლაინ ღონისძიება სახელწოდებით - „დაიცავი დედამიწა - ჩვენი სახლი“ გაიმართა.

უმაღლესი საბჭოს დეპუტატი მარინე გვიანიძე ახალგაზრდების წინაშე სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული მოხსენებით - „ის მაინც ბრუნავს“ წარსდგა.

დედამიწის დღის, გარემოს დაცვითი ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრეს ბსუ-ს პროფესორმა დავით ბარათაშვილმა და ასოცირებულმა პროფესორმა ნინო ლომთათიძემ.

მარინე გვიანიძის განცხადებით, დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება და ის, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა.

„ყოველი წლის 22 აპრილს მსოფლიოს 193 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე, პლანეტის ყველა მცხოვრებს მოუწოდებს დაიცვან დედამიწა, რომელიც ჩვენი საერთო სახლი და საზრუნავია.

ღონისძიება, ძირითადი მოხსენებების დასრულების შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო