რუსთავში, სამოქალაქო აქტივისტებმა „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია-პერფორმანსი გამართეს

რუსთაველმა სამოქალაქო აქტივისტებმა რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეები, რუსთავში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სიმბოლური კედელი აღმართეს, რომელიც დაამტვრიეს. მანამდე კი ავტომანქანებით ქალაქის ქუჩებში საპროტესტო მსვლელობა მოაწყეს.

"რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტები პროტესტის ყველა ეტაპზე სოლიდარულები ვიყავით და ვართ რიონის ხეობაში მცხოვრები მოსახლეობის მიმართ და ვიზიარებთ მათ სამათლიან მოთხოვნებს. ადგილობრივი აქტივისტები აპროტესტებენ „ნამოხვანჰესის“ მშენებლობას, რომელიც თუ გაგრძელდა, უარყოფითად აისახება ეკოსისტემაზე და მეტად სახიფათო გახდება, ისედაც მეწყერსაშიშ ზონაში ადამიანების ცხოვრება. მოგეხსენებათ სამართალდამცავებს ხეობაში აღმართული აქვთ ბარიკადები და საქართველოს რიგით მოქალაქეებს შეზღუდული გვაქვს თავისუფლად გადაადგილება. უხილავი ბარიერი აღმართულია ასევე მთავრობასა და ხალხს შორის და ზოგადად - ადამიანებს შორის. ყველა კედელი, რომელიც ადამიანის გარემოსთან სრულფასოვან ადაპტაციას უშლის ხელს, - უნდა დაინგეს!"- განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი ტყემალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა