დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა KIU-ს სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერათაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათი ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ელჩი KIU-ს ადმინისტრაციას და აკადემიურ გუნდს შეხვდა, ასევე, გაეცნო საუნივერსიტეტო ქალაქს და სასწავლო პროცესს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, მარკ კლეიტონმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე „დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობები“. სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ახალგაზრდებმა შეძლეს მათთვის საინტერესო კითხვების დასმა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გვესტუმრა დიდი ბრიტანეთის ელჩი, ბატონი მარკ კლეიტონი. ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია მისი ვიზიტი. შეხვედრაზე ვიმსჯელეთ სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებზე, KIU-სა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტების განვითარებასა და სამომავლო პერსპექტივებზე,“ - განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

უნივერსიტეტის კანცლერის მაგდა მაღრაძის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბრიტანეთის მთავრობას აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობა, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ბრიტანეთის საბჭოსთან.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ეწვია ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, ბატონი მარკ კლეიტონი, რომელმაც დაათვალიერა უნივერსიტეტი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს და ბრიტანეთის მთავრობას აქვთ გრძელვადიანი თანამშრომლობა, უნივერსიტეტს გაფორმებული აქვს ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება ბრიტანეთის საბჭოსთან, რომელიც KIU-ში ახორციელებს ინგლისური ენის სწავლებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორობა გახლავთ, რადგანაც ჩვენს სტუდენტებს აქვთ უნიკალური შანსი ბრიტანელმა და ქართველმა სპეციალისტებმა ჩაუტარონ ინგლისურ ენაში ლექციები. შეხვედრისას, ასევე, ვისაუბრეთ ბრიტანეთის უნივერსიტეტებთან KIU-ს მომავალ თანამშრომლობაზე.“ - განაცხადა უნივერსიტეტის კანცლერმა მაგდა მაღრაძემ.

„ძალიან მიხარია, რომ ჩამოვედი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეს უმნიშვნელოვანესი ვიზიტია. მე ვამაყობ, რომ ბრიტანეთის საბჭო, უნივერსიტეტში ინგლისური ენის მიმართულებით ახორციელებს საქმიანობას. სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა, სადაც მათ ვესაუბრე ბრიტანეთისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ.“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა.

გასულ თვეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლა. მათი ცნობით, უნივერსიტეტში დაცულია უსაფრთხოების ზომები და სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, კოვიდ-რეგულაციების გათვალისწინებით, ისწავლონ და იცხოვრონ კამპუსში. ამჟამად, KIU-ში სწავლება სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე - მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები მიმდინარეობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. მშობლებისა და აბიტურიენტებისთვის რეგულარულად ტარდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სამხრეთ კავკასიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური უნივერსიტეტია, რომელიც ქართველ და უცხოელ სტუდენტებს უნიკალურ კამპუსს, ინფრასტრუქტურასა და სასწავლო პროგრამებს სთავაზობს. სტუდენტებს საშუალება აქვთ, იცხოვრონ და ისწავლონ კეთილმოწყობილ საუნივერსიტეტო ქალაქში, მიიღონ ხარისხიანი უმაღლესი განათლება და ქართველ და უცხოელ პროფესორებთან ერთად ჩაერთონ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტებში. სტუდენტები, გარდა აკადემიური და სასწავლო პროცესისა, აქტიურად იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა პროფესიულ კლუბში, შიდა კონკურსსა თუ ოლიმპიადაში.

უნივერსიტეტი თანამშრომლობს ევროპის წამყვან მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან. უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტია TUM-ის ყოფილი პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ა. ჰერმანი. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სწავლა ინგლისურ ენაზე ხორციელდება და სტუდენტებს ქართველი და ევროპელი პროფესორ-მასწავლებლები ასწავლიან,“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები