სალხინოს ტაძრის ყოფილი წინამძღვარი - სტეფანეს მონა ვერ გავხდები, მე ქრისტეს მონა ვარ და არა სტეფანესი, შორენასი და რუსების

მარტვილში, სალხინოს ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში ამ დროისთვის სიმშვიდეა. ტაძარში წირვა-ლოცვას მეუფე სტეფანეს მიერ ხელდასმული ახალი მღვდელმსახური აღავლენს.

უფლებამოსილება შეწყვეტილი სასულიერო პირების განცხადებით, ისინი უახლოეს დღეებში ეპარქიის დატოვებას გეგმავენ.

„რაც უნდა ის ქნან. მოვიდეს სტეფანე და დავხვდები, მთელი საქართველოს ხალხი მოიყვანოს. მრევლი ვინც მირეკავს, გავაფრთხილე, რომ არავინ მოვიდეს, მაქსიმალურად მოვერიდოთ, რომ დაპირისპირება არ მოხდეს. წავალ ალბათ, არ არსებობს ადგილი, ღმერთი რომ ვერ ვნახო. ჩვენ თუ წავალთ, ყველა წავალთ, უსამართლობას ვერ შევეგუებით, სტეფანეს მონა ვერ გავხდები. მე ქრისტეს მონა და მორჩილი ვარ, არა სტეფანესი, შორენასი და რუსების“, - აცხადებს მონასტრის ყოფილი წინამძღვარი.

შეგახსენებთ, გუშინ, ჭყონდიდის ეპარქიის სალხინოს ღვთისმშობლის მიძინების მამათა მონასტრის ტაძარში სასულიერო პირები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

მამა ათინოგენეს განცხადებით, მონასტერში სასულიერო პირებს შორის დაპირისპირების მიზეზი გახდა ის, რომ ერთ-ერთი ერის კაცი ამბიონიდან „ლოცვის დროს ადამიანებს ასწავლის ჭკუას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა