ალეკო ელისაშვილი - ისეთი რეფორმა მოხდება, რომ თამარ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკო-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს

ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, გებელსი რომ დანიშნო ცესკო-ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს, - ასე პასუხობს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტების კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა თამარ ჟვანია.

მისი თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ ჟვანია თავად მიიღებს გადადგომის გადაწყვეტილებას, რადგან ამ პოსტზე მას დისკომფორტი შეექმნება.

„ნუ ვახურდავებთ ძალიან დიდ, მართლა რევოლუციურ ცვლილებებს და რეფორმებს თამარ ჟვანიამდე. ისეთი რეფორმა მოხდება, რომ ჟვანია კი არა, იოზეფ გებელსი რომ დანიშნო ცესკოს- ს თავმჯდომარედ, ისიც ვერ აურევს ვერაფერს, ისეთი გამართული იქნება ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციაც, საოლქო კომისიებიც, საუბნო კომისიებიც, ვერავინ ვერაფერს გააფუჭებს, თუმცა მე რატომღაც მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თამარ ჟვანია თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას თვითმმართველობის არჩევნებამდე. ვფიქრობ, მას თავად ექნება დისკომფორტი იმ პოსტზე დარჩენის შემთხვევაში,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა