აქციის მონაწილეებმა გონიო-ბათუმის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა გადაკეტეს

გონიოში მიწის დაკანონების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, მოქალაქეებმა გონიო-ბათუმის დამაკავშირებელი ცენტრალური საავტომობილო გზა პროტესტის ნიშნად გადაკეტეს. ისინი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ორშაბათამდე ვადას აძლევენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კარვების გაშლით იმუქრებიან.

აქციის მონაწილეების თქმით, 2008 წელს გონიოს ციხის მიმდებარედ მიწის ნაკვეთები დაურეგისტრირდათ, თუმცა მალევე ჩამოართვეს. მათი თქმით, მოქალაქეების ნაწილმა მიწის ნაკვეთები სასამართლოს გზით დაირეგისტრირა, ნაწილი კი დღემდე იბრძვის.

"ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ ამ საკითხზე კომისია მუშაობს და ვერ შეძლო კომისიის წევრების თავმოყრა, რომ საკითხი გადაჭრას, მისასალმებელია, რომ ნაწილმა მოახერხა ამ ხელისუფლების პირობებში მიწების დარეგისტრირება, მაგრამ რა დააშავა დაახლოებით 40%-მა", - აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო