USAID-ის მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის, Collective Development-ის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა აბასთუმანს და ეკონომიკური განვითარების ხედვებსა და სამომავლო თანამშრომლობის გეგმებს გაეცნო

USAID საქართველოს მისიის დირექტორი პიტერ ვიბლერი აჭარა ჯგუფის "ჰოლდინგის Collective Development"-ის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრა აბასთუმანს. ვიზიტის მიზანი იყო ადგილობრივი ეკონომიკის, კერძოდ კი ტურიზმის სექტორის განვითარების გეგმების უკეთ გაცნობა. აბასთუმანში ვიზიტის ფარგლებში USAID-ის წარმომადგენლებმა მოინახულეს სასტუმრო Rooms Hotel Abastumani. რეგიონის ეკონომიკური განვითარების მიზნით, USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა აჭარა ჯგუფის ჰოლდინგთან უკვე თანამშრომლობს, მათ შორის, რეგიონის სამკურნალო და გამაჯანსაღებელი ტურიზმის მხარდაჭერისა და ადგილობრივი დასაქმებული პერსონალის უნარების განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით.

ვიზიტის ფარგლებში, USAID – ისა და Collective Development-ის წარმოამდგენლებმა განიხილეს არა მხოლოდ აბასთუმნის განვითარებისა და ხელშეწყობის გეგმები, არამედ ისაუბრეს იმ გამოწვევებზეც, რომლის წინაშეც ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით დგას აბასთუმანი. ამასთანავე სტუმრებმა მოინახულეს რეგიონის ტურისტულად მნიშვნელოვანი ერთ-ერთი ობიექტი- აბასთუმნის ობსერვატორია.

“USAID მხარს უჭერს ტურიზმის მდგრადობას, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნის ერთ-ერთი წყაროა საქართველოს რეგიონებში, მათ შორის სამცხე-ჯავახეთშიც. საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის მიზნით აჭარა ჯგუფთან ეს პარტნიორობა იმის შესანიშნავი მაგალითია, თუ როგორ ზრდის USAID კერძო სექტორთან თანამშრომლობას” -- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

„აჭარა ჯგუფის ჰოლდინგისა და USAID-ის ინტერესები თანხვედრაშია განსაკუთრებით ეკონომიკური და ტურიზმის განვითარების კუთხით. შესაბამისად, ჩვენი პარტნიორობა მნიშვნელოვნად დაგვეხმარება საქართველოში ადგილობრივი მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების და მდგრადი სტუმარმასპინძლობის სერვისების შექმნაში.“ - ოთო ბერიშვილი, Collective Development-ის აღმასრულებელი დირექტორი, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის დირექტორთა საბჭოს წევრი.

Rooms Hotel Abastumani-ში სტუმრების მიღება 2022 წლის ზამთრიდან იგეგმება. პროექტი დაახლოებით 140 სამუშაო ადგილს შექმნის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი, მაღალანაზღაურებადი დასაქმების პერსპექტივებს გააჩენს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონული ეკონომიკის განვითარებას.

(R)

ხათუნა ბურკაძე - კრემლის აგრესიული პოლიტიკის ფონზე აუცილებელია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის განახლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.12.2021
ირაკლი მელაშვილი - დროა, პოლიტიკოსებმა გააცნობიერონ, რომ მართვის ცენტრალიზებული სისტემა დამაზიანებელია როგორც ქვეყნისთვის, ისე თავად მმართველი პარტიისთვის
შეიძინე სახლი და მიიღე რემონტი საჩუქრად - "იდეა დეველოპმენტში" საჩუქრების ცვენა დაიწყო
კარფური უკვე რუსთავშია - ფრანგული ბრენდის 57 ფილიალი და პირველი ჰიპერმარკეტი ქვემო ქართლში
ბინები ბაკურიანში წინასწარი შენატანის გარეშე და საუკეთესო საახალწლო შეთავაზებით
ლიბერთის პარტნიორობით Future Agro Challenge გაიმართება
ელიტ ელექტრონიქსში წინასაახალწლო კამპანია დაიწყო
სილქნეტის სატელევიზიო აპლიკაციის Silk Go შეთავაზება ახალ მომხმარებლებს - დარეგისტრირდი მობილური ნომრით, უყურე სატელევიზიო ეთერს და მიიღე საჩუქრები