ტიტე აროშიძე - ტურისტული პოლიტიკის მაქსიმალური ხელშეწყობა ჩვენი პრიორიტეტია

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი აჭარის უმაღლეს საბჭოში, საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილე ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, უმაღლესი საბჭოს წევრი ამჯერად ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საკითხები.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის მოადგილე ირაკლი დევაძე, ამავე სააგენტოს წარმომადგენლები და სერვისცენტრის მენეჯერი მამუკა გოგიტიძე, რომლებმაც ადგილზევე ჩაინიშნეს შეხვედრაზე გამოთქმული მოსაზრებები და წინადადებები.

ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, ჯანდაცვისა და სხვა პროგრამების პარალელურად, ყურადღება გამახვილდა მოახლოებულ ტურისტულ სეზონზე.

ტიტე აროშიძის განცხადებით, ტურისტული პოლიტიკის მაქსიმალური ხელშეწყობა იყო, არის და იქნება ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა