მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თამარ მეფის გამზირის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. პარალელურად, დაგეგმილია კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბათუმის მერიიდან აცნობეს.

ბათუმის ვიცე-მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება პრიორიტეტულია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ასევე, მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე სისტემებისა და ახალი სკვერების მშენებლობას”, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, წელს სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია 21 მისამართზე განხორციელდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა