დავით სერგეენკო - მესამე ტალღის დარტყმისგან დამცავი საშუალება და ერთადერთი ინსტრუმენტი იგივეა, რაც აქამდე გვქონდა: ნიღაბი, ხელების დამუშავება და დისტანცირება

მესამე ტალღის დარტყმისგან დამცავი საშუალება და ერთადერთი ინსტრუმენტი არის იგივე, რაც აქამდე გვქონდა - ნიღაბი, ხელების დამუშავება და დისტანცირება, - ამის შესახებ დღეს პარლამენტში, ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესს ჯერ ისეთი შედეგები ვერ ექნება, რომ დაცვითი ფუნქცია შეასრულოს. როგორც სერგეენკომ განმარტა, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის ნახევარზე მნიშვნელოვნად მეტი ორჯერადად იყოს აცრილი, რასაც ჩვენ წლის ბოლოსთვის მივაღწევთ.

"მეც კარგად ვაცნობიერებ, რომ მოსახლეობისთვის მომაბეზრებელი და შეიძლება დამძაბავია ინფორმაცია, რომელსაც ექიმები, ეპიდემიოლოგები ავრცელებენ. მეორე მხრივ, თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას. აპრილ-მაისში მთელი მსოფლიო მესამე ტალღის მოლოდინშია. მესამე ტალღის გამომწვევია ვირუსის ბუნების ცვლილება და მისი ახალი ნაირსახეობების, ახალი შტამის გამოჩენა, რომელიც უფრო გადამდებია. სამწუხაროდ, საქართველო გამონაკლისი ვერ გახდება. ის რაც მთელ მსოფლიოშია, მისი გამოძახილი არის საქართველოშიც. ჯანდაცვის სისტემის ამოცანაა, ეს ზიანი შეძლებისდაგვარად შეამციროს და დარტყმა შეარბილოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს