ქუთაისს უნგრეთის ელჩი ესტუმრა

ქუთაისს სამუშაო ვიზიტით უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა და მერის მოადგილემ ირაკლი ქარქაშაძემ, ელჩთან და ელჩის მოადგილე ანიკო ფარკაშთან ერთად, ქართულ-უნგრულ ურთიერთობებსა და მომავლის გეგმებზე ისაუბრეს.

როგორც ქუთაისის მერიაში აღნიშნავენ, ეკონომიკური, საგანმანათლებლო და კულტურული თანამშრომლობა ორ ქვეყანას შორის წარმატებული და ეფექტურია.

მათივე განმარტებით, ქუთაისის მერმა და უნგრელმა დიპლომატმა დამეგობრებული ქალაქების -ქუთაისისა და სომბათჰეის პარტნიორობა დადებითად შეაფასეს.

„ჩვენი ქალაქის და პირადად ჩემ კარგ მეგობარს, ქალბატონ ვიქტორია ჰორვატს ვუმასპინძლეთ, რომელიც მალე დაასრულებს უნგრეთის ელჩის მოვალეობის შესრულებას საქართველოში. ვისაუბრეთ ჩვენს განვლილ საქმიანობაზე და ახალ გეგმებზე, კონკრეტულად კი განათლების სფეროში თანამშრომლობაზე, იმ პროექტებზე , რომლებიც უნგრეთის საელჩოსთან ერთად შეგვიძლია განვახორციელოთ.

მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ელჩს თანამშრომლობისთვის და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა უნგრეთის საელჩოსთან ყოველთვის აქტიური და წარმატებული იქნება“- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო