ბორჯომის მერია - ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩის სანაპიროზე სკვერის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ბულვარის სიგრძე 2076 მეტრი იქნება.

მათი ინფორმაციით, პროექტის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება დემონტაჟის სამუშაოები, ტერიტორიაზე განთავსდება გარე-განათება, მოეწყობა ფეხით სავალი ბილიკები და ველობილიკი, ტერიტორიაზე განთავსდება საბაღე სკამები, საბავშვო ატრაქციონები, სასმელი წყლის ბიუვეტი და ასევე, სკვერი გამწვანდება.

„დაგეგმილ სამუშაოებს ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი, ქალაქ ბორჯომში მერის წარმომადგენელი ნანა ჭალიძე, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ნინო გიუაშვილი და მონიტორინგის განყოფილების სპეციალისტი გიორგი კობრავა გაეცნენ.

სკვერის მოწყობის სამუშაოებს შპს „ქართლი“ შეასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდის მიერ, ბორჯომის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით განხორციელდება. სკვერის მოწყობის სამუშაოების ღირებულება 1 342 949 ლარს შეადგენს. სკვერის მოწყობის სამუშაოების დასრულება ოქტომბერში იგეგმება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა