ადვოკატის ინფორმაციით, გამოძიება მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ექთნის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს.

როგორც ადვოკატმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას ამ მედიკამენტების მიმართ მიანიშნებდა, შესაბამისად, გაუგებარია, რატომ ადგას გამოძიება ამ ვერსიას და საიდან მოიტანა ორსულობის საწინააღმდეგო მედიკამენტები.

„როდესაც საქმის მასალები გადმოგვეცა, ამ მასალებში ნამდვილად ჩანს, რომ აფთიაქებში მიდიან გამომძიებლები და აფთიაქში მომუშავე პირებს ეკითხებიან მეგი ბაქრაძე ხომ არ იყო შემოსული, რაზეც მათი პასუხი არის, რომ ეს პიროვნება მხოლოდ ტელევიზორში ნახეს და არ ახსოვთ. საქმეში არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რაც გამოძიებას მიანიშნებდა ამ მედიკამენტების მიმართ. საუბარია არა მედიკამენტების კატეგორიაზე, არამედ კონკრეტულ მედიკამენტზე. აფთიაქებში რომ მიდიან, ერთ კონკრეტულ მედიკამენტს კითხულობენ, ხომ არ გაყიდულა წინა დღეებში. მოწმეები ამ მედიკამენტს საერთოდ არ ახსენებენ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა არ გვაქვს და არ ვიცით, სისხლში თუ არის ამ წამლის შემადგენლობა. ამასთან, მეგი ბაქრაძის ბარათით, რომლითაც შესაძლოა თანხა გადაეხადა, არ ფიქსირდება, რომ მედიკამენტი აქვს ნაყიდი. ერთადერთი ვერსია არის ოჯახის ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღით ადრე მას რაღაც კვლევა ჩაუტარდა კლინიკაში და შემდგომ მისცეს აბი. კლინიკაში აცხადებენ, რომ არანაირი აბი მეგისთვის არ მიუციათ და არ არიან ინფორმირებულები არც კვლევაზე. რანაირად მივიდა გამოძიება ორსულობის საწინააღმდეგო აბების მოძიებასთან, რამ მიუთითა გამოძიებას ამაზე და რატომ ეძებს კონკრეტულ წამალს, ეს არის უმნიშვნელოვანესი კითხვები, რომლებსაც უნდა გაეცეს პასუხი“, - აღნიშნა ვახტანგ ბარამაშვილმა.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს