„გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალური კლინიკის იზოლირებულ კორპუსში დღეიდან კვლავ კოვიდსტაციონარი ამოქმედდა

„გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის იზოლირებულ კორპუსში დღეიდან კვლავ კოვიდსტაციონარი ამოქმედდა“, - ამის შესახებ „გორმედის“ ქსელის გენერალურმა დირექტორმა ანდრია მიზანდარმა განაცხადა.

მიზანდარის ინფორმაციით, კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას და კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას.

„გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკა დღეიდან მიიღებს კოვიდპაციენტებს გორის ცენტრალური კლინიკის იზოლირებულ კორპუსში. ამ ეტაპზე, კოვიდპაციენტებისთვის გამოყოფილია 110 სტაციონარული საწოლი, აქედან, 6 - რეანიმაციული. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ ამის საჭიროება დადგება, ჩვენ შევძლებთ კიდევ რამდენიმე ათეული საწოლის მობილიზებას. აქვე აღვნიშნავ, რომ კლინიკა არ წყვეტს მულტიპროფილურ ფუნქციონირებას. კოვიდპაციენტების სტაციონარული მართვის პარალელურად, იზოლირებულ კოსპუსში, გამიჯნულ სივრცეებში ,,გორმედის" გორის საუნივერსიტეტო კლინიკა კვლავ განაგრძობს სხვა პათოლოგიების მქონე პაციენტებისთვის საჭირო სერვისების მიწოდებას“, - განაცხადა ანდრია მიზანდარმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა