გორის მერიამ და მწერლებმა წიგნის საერთაშორისო დღე წიგნების გაჩუქებით აღნიშნეს

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და მწერლებმა წიგნის საერთაშორისო დღე წიგნების გაჩუქებით აღნიშნეს.აქცია გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და მწერალთა სახლის ორგანიზებით გაიმართა.

გორის მერიის ცნობით, სხვადასხვა ავტორთა წიგნები და ჟურნალების „მწიგნობარისა“ და „აი იას“ რამდენიმე ნომერი საჩუქრად გადაეცა შინდისის გმირების სახელობის ბიბლიოთეკასაც, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში პედაგოგის და სამოქალაქო აქტივისტის სუზი ბერიძის ინიციატივით ფუნქციონირებს.

„წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი აქტივობაა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, განსაკუთრებით ჩვენს რეალობაში, როცა ახალგაზრდები სულ უფრო მეტად იყენებენ ინტერნეტს და წიგნის მიმართ ინტერესი თანდათან მცირდება. თანაც წიგნის გაჩუქება სასიამოვნო ჟესტია, ამიტომ დღეს სიამოვნებით შევუერთდით მწერალთა სახლის ამ ინიციატივას. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში ეს პოზიტიური აქტივობა საყოველთაო ტრადიციად იქცევა“, - განაცხადა გორის მერიის კულტურის განყოფილების ხელმძღვანელმა ლელა მაისურაძემ.

გორის მერიის ცნობით, წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღედ 23 აპრილი 1995 წელს იუნესკომ გამოაცხადა. მისი აღნიშვნა 1996 წლიდან დაიწყო. ამ დღეს წიგნების გაჩუქების იდეა კი ქართველ მწერალს გიორგი კეკელიძეს ეკუთვნის.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო