უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ფონდ „იალქანის“ საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ

წიგნის საერთაშორისო დღეს, ბათუმში, ევროპის მოედანზე საქველმოქმედო აქცია გაიმართა.ფონდმა „იალქანმა“ სოციალურად დაუცველი, ქუჩაში და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისათვის წიგნების შეგროვება დაიწყო და ამავე ფონდის დღის ცენტრში დამზადებული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა მოაწყო.

აქციას შეურთდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები და აპარატის წარმომადგენლები. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა ფონდის მესვეურებს 6-დან 18 წლამდე ბავშვებისთვის განკუთვნილი მხატვრული, შემეცნებითი და სამეცნიერო ლიტერატურა გადასცეს საჩუქრად. წიგნების ნაწილზე კანონმდებლებმა ავტოგრაფები და სამახსოვრო წარწერები დატოვეს მომავალი მკითხველებისთვის.

როგორც აქციაზე აღინიშნა, შეგროვებული წიგნებით ფონდი „იალქანი“, მისი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლებისა და ცოდნისადმი ინტერესის გაღვივების მიზნით, ბიბლიოთეკას შექმნის. ახალი წიგნების შეძენაზე გაიხარჯება გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხაც. აქციას, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რიგითი მოქალაქეებიც შეუერთდნენ.

პაატა შეშელიძე - დიდია ეჭვი იმაზე, რომ ფულის შემოტანა და ბანკში გადახურდავება შეთანხმებული იყო ხელისუფლების საკმაოდ მაღალ დონეზე, სხვაგვარად ამის გაკეთება შეუძლებელი იქნებოდა
მირიან  მირიანაშვილი - ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი, მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.09.2025
1+1=13 - „კარფურის“ დაბადების დღეზე, როგორც ყოველთვის, გადასარევი ამბებია
სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჯაზ-კლუბი, „როლინგ სთოუნ ბარი“ და იტალიური რესტორანი გაიხსნა
„ექსპო-ჯორჯიაში“ ჩინური კომპანია KAC Expo-ს ორგანიზებით, ჩინური ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
Turning Point - ლიდერობის პროგრამა ტოპ მენეჯერებისთვის - ახალი ხედვა ქართულ ბაზარზე
„სვის კაპიტალი“ „სკაპის“ სახელით აგრძელებს საქმიანობას - რებრენდინგის მიზანი და სტრატეგია
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად