ფინანსთა მინისტრი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

მათივე ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.

როგორც EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

ფინანსთა მინისტრი EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს შეხვდა

ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში მაჩიე ჩურამ საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის თანამშრომლების საკითხები განიხილეს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, პოზიტიურად შეფასდა ბანკის მიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში განხორციელებული ინვესტიციები.

მათივე ცნობით, მხარეებმა განსაკუთრებით გაუსვეს ხაზი EIB-ის ფინანსური მხარდაჭერის მნიშვნელობას აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაციის მიმართულებით.

გარდა ამისა, აღსანიშნავია EIB-ის მონაწილეობა ენერგეტიკული უსაფრთხოების, მუნიციპალური, სატრანსპორტო და გარემოსდაცვითი ინფრასტრუქტურის, კერძო სექტორთან დაკავშირებული პროექტების დაფინანსებაში.

ფინანსთა მინისტრმა ბანკის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა კოვიდ-19 პანდემიის წინააღმდეგ EIB-ის მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარებისთვის, რითიც შესაძლებელი გახდა ძირითადი სამედიცინო ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სისტემისთვის აუცილებელი სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვა.

როგორც EIB-ის რეგიონული წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, ბანკი კვლავ გააგრძელებს ქვეყნის მხარდაჭერას, როგორც დაფინანსების, ისე ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

დღეის მდგომარეობით, ევროპის საინვესტიციო ბანკს ქვეყნის საჯარო და კერძო სექტორში დაფინანსებული აქვს, დაახლოებით, 2 მილიარდი ევროს მოცულობის პროექტები.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
რას ცვლის წყლის დისპენსერი ქართულ ოჯახებში: კვლევის შედეგი