საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საერთაშორისო თანამშრომლობას ყოველწლიურად აფართოვებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძესა და უნივერსიტეტის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგების ინსტიტუტის წარმომადგენლები შეხვდნენ, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარებული სამეცნიერო სამუშაოების შესახებ ესაუბრნენ და უახლესი მიღწევები გააცნეს. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ისეთი წამყვანი საერთაშორისო კოლაბორაციების ოფიციალური წევრია, როგორიცაა: CMS (Compact Muone Solenoid) ექსპერიმენტი (CERN-LHC, შვეიცარია), COMET (COherent Muon to Electron Transition) ექსპერიმენტი (KEK, J-PRC, იაპონია) და LBNF/DUNE (Long-Baseline Neutrino Facility / Deep Undergraund Neutrino Experiment) ექსპერიმენტი (Fermilab, აშშ). შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის მეცნიერებს მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის მსოფლიოს უდიდეს ცენტრებთან: CERN (ჟენევა, შვეიცარია), KEK, J-PARC (ცუკუბა, ტოკაი, იაპონია), FERMILAB (ჩიკაგო, აშშ).

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო თანამშრომლობა ყოველწლიურად ფართოვდება და შთამბეჭდავ მასშტაბებს იძენს. საერთაშორისო ხილვადობის მხრივ, უმნიშვნელოვანესია ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფები წარმატებით მოღვაწეობენ მსოფლიოს უდიდესი კვლევითი ცენტრების გლობალურ პროექტებში, ჩართულნი არიან პლანეტის ყველაზე აქტუალურ ექსპერიმენტებში და სოლიდურ წარმატებებს აღწევენ.

„ჩვენი მეცნიერთა ჯგუფი ეფექტურად მუშაობს ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის - CERN-ის CMS ექსპერიმენტის ისეთ სუბდეტექტორებზე, როგორებიცაა მიონური სპექტრომეტრის RPC დეტექტორები და ადრონული კალორიმეტრი. ჩვენი ფიზიკოსების ძირითადი სამეცნიერო შედეგი, როგორც CMS ექსპერიმენტის, ასევე დიდი ადრონული კოლაიდერის სამეცნიერო პროგრამის ფარგლებში, არის ჰიგსის ბოზონის აღმოჩენა და მისი თვისებების შესწავლა. უნივერსიტეტის მეცნიერთა ჩართულობით, ენერგიების მაქსიმალურ შესაძლებლობებზე უკვე გამოკვლეულია სტანდარტული მოდელის მრავალი პროცესი. უახლოეს მომავალში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევრებთან ერთად, იგეგმება ახალი ნაწილაკების, იგივე ახალი ფიზიკის ძიება სტანდარტულ მოდელს გარეთ, რაც კაცობრიობას დაეხმარება ისეთი საკითხების შესწავლაში, როგორიცაა ბნელი მატერია და დამატებითი სივრცითი განზომილებები. რაც შეეხება COMET ექსპერიმენტს, რომელშიც ჩვენი ფიზიკოსების ჯგუფი იაპონიის KEK-თან და, J-PRC-თან კოლაბორაციაში მონაწილეობს, სრულდება ამოცანები ისეთ დეტექტორულ სისტემებზე, როგორიცაა სტროუ ტრეკული დეტექტორები, ელექტრომაგნიტური კალორიმეტრი, კოსმოსური ვეტო სისტემა და მოდელირება დეტექტორების ოპტიმიზაციისთვის. ასევე, განსაკუთრებულია ჩვენი უნივერსიტეტის მეცნიერთა თანამშრომლობა ამერიკულ FERMILAB-თან. ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ამ უდიდეს ცენტრში მიმდინარეობს მზადება მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი LBNF/DUNE ექსპერიმენტისთვის. უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს ექსპერიმენტის უახლოესი ნაწილის (ND) სტროუ ტრეკული დეტექტორებისა და ელექტრომაგნიტურ კალორიმეტრის შექმნაში და მოდელირების გარკვეულ ამოცანებსაც ასრულებს. ამ ექსპერიმენტმა პასუხი უნდა გასცეს ერთ-ერთ ფუნდამენტურ შეკითხვას - რატომ არის ჩვენს სამყაროში ასიმეტრია მატერია-ანტიმატერიას შორის. პასუხის ძიებაში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერები აქტიურად არიან ჩართული და ეს ჩვენი უნივერსიტეტის დიდი წარმატებაა“ , - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტი 2014 წელს დაარსდა. ინსტიტუტის კვლევის საგანი ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკაა. გარდა ამისა, ინსტიტუტი მოიცავს ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: თეორიული, ექსპერიმენტული, გამოყენებითი და საინჟინრო ფიზიკა, ასევე, კომპიუტერული მეცნიერებები.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს