სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლენტეხი-ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია

ლენტეხი-ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პროექტის სამუშაოები დღეს რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ, მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან, ადგილობრივი ხელისუფლების და პროექტის განმახორციელებელი კომპანიის წარმომდგენლებთან ერთად მოინახულა.

დეპუტატის ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ლენტეხი - ბავარის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ კმ1-კმ7 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში დაგეგმილია, მოეწყოს 18 სმ-ის სისქის და ზოგ ადგილებში მაქსიმუმ 6მ-ის სიგანის ბეტონის საფარი.

„ლენტეხი-ბავარის გზა, ამ ორი დასახლებული პუნქტის დამაკავშირებელი ერთადერთი საშუალებაა, შესაბამისად მის გამართულად ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა ექნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს გოჩა ენუქიძე.

აღნიშნული პროექტის განხორციელება გასული წლის 10 დეკემბერს დაიწყო და დასრულება მიმდინარე წლის 30 ნოემბერსაა დაგეგმილი.

პროექტს, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, შპს ''აპია'' ახორცილებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულებად 4 944 699 ლარია განსაზღვრული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს