„საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს რკინიგზა“ ზუგდიდი-ჯვარის უბანზე ჩატარებული სამუშაოების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს რკინიგზის“ თბილისი-სოხუმის მთავარი მიმართულების 2193 კილომეტრში, სადგურ ინგირიდან ზუგდიდის მიმართულებით, ზუგდიდი-ჯვარის განშტოებაზე მე-20 საუკუნის 60-იან წლებში, ენგურჰესის კაშხლის მშენებლობასთან დაკავშირებით აშენდა სარკინიგზო ხაზი. ზუგდიდი-ჯვარის უბანზე მოქმედი სარკინიგზო ხაზით, სატვირთო ვაგონები სამშენებლო მასალებს კაშხლის მშენებლობას აწოდებდნენ. ენგურის კაშხლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზუგდიდი-ჯვარი/ჯვარი ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო და სატვირთო მატარებლები წალენჯიხის, ჩხოროწყუსა და მესტიის რაიონებს ემსახურებოდნენ. მე-20 საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ, სარკინიგზო ტვირთების არარსებობის გამო უბანი დარჩა უფუნქციო, 1996 წელს კი ეს ხაზი სამგზავრო და სატვირთო მატარებლებისთვის დაიკეტა. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი წლების განმავლობაში იძარცვებოდა უცხო პირების მიერ. კერძოდ, ხდებოდა საკონტაქტო ხაზებისა და ლიანდაგის ზედნაშენი მასალების დატაცება – ქურდობის ფაქტები.

2006 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ზუგდიდი- ჯვარის მონაკვეთზე რკინიგზის ლიანდაგის გარკვეული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა საკონტაქტო ქსელის გარეშე, თუმცა უფუნქციობის გამო აღნიშნულ უბანზე კვლავ დაიწყო ლიანდაგის ზედნაშენი ელემენტების ქურდობა-დატაცება, რითაც სს „საქართველოს რკინიგზას“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა და სს „საქართველოს რკინიგზის“ მიმართვების საფუძველზე, სამართალდამცავ ორგანოებში აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე.

ზემოაღნიშნულის გამო, „საქართველოს რკინიგზამ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე თავდაცვის სამინისტროებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო ზუგდიდი – ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთის დემონტაჟის გადაწყვეტილება. აქვე საგულისხმოა, რომ მე-11 კილომეტრამდე სარკინიგზო ხაზი მოქმედია, რადგან წისქვილ კომბინატისთვის დღესაც გრძელდება ვაგონებით ტვირთების მიწოდება. უფუნქციოდ დარჩენილი, ზუგდიდი-ჯვარის სარკინიგზო უბნის 11-35კმ მონაკვეთზე ტექნიკური მდგომარეობისა და მორალური ცვეთის გამო, შეუძლებელი და არარენტაბელური იყო აქტივების აღდგენა, რადგან ამ აქტივების დიდი ნაწილი წარმოადგენდა ძველ რ-43 და რ-50 ტიპის უვარგის ზედნაშენ მასალებს (რომელთა შესყიდვას „საქართველოს რკინიგზა“ აღარ აწარმოებს). ეს მასალები ვეღარ პასუხობდნენ დღეს მოძრავი მატარებლების სიჩქარეს და ტვირთების გადაზიდვისათვის ღერძზე მოსული დატვირთვის მოთხოვნებს. გასათვალისწინებელია, რომ დემონტაჟის მიმდინარეობისას განხორციელდა ამოღებული მასალების ვარგისიანობის მიხედვით დახარისხება, რის შემდეგაც „ძველვარგისი“ მასალები (რკინა/ბეტონის შპალი, რელსი, ქვედი, ჩასადები და საკლემე ჭანჭიკები) გადაცემული იქნა სალიანდაგო სამმართველოებზე შემდგომი გამოყენების მიზნით. დარჩენილი ზედნაშენი მასალები დეფექტების, ცვეთების და კოროზიების გამო აღრიცხულ იქნა, როგორც „ჯართი“ და შემდგომი განკარგვის მიზნით გადაეცა ს.ს. ,,საქართველოს რკინიგზის“ სათავო ოფისს.

ზუგდიდი-ჯვარის 11-35კმ მონაკვეთზე, რკინიგზის ძალებით, დემონტაჟი ჩაუტარდა მხოლოდ ამორტიზირებულ/უფუნქციო ლიანდაგს, ხოლო მიწის ვაკისი და ხელოვნური ნაგებობები დარჩა რკინიგზის ბალანსზე, რომლებზეც განხორციელდება შესაბამისი მოვლა-შენახვის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში ზემოთ ხსენებულ მონაკვეთზე შესაძლებელი იქნება შესაბამისი სარკინიგზო ინფრასტრუქტურის აღდგენა“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაველ ფელგენგაუერი - ისრაელ-პალესტინის ზავის პირობები დამოკიდებული იქნება იმაზე, ისრაელი ღაზის სექტორს „ჰამასისაგან“ სრულად გაწმენდს და მოისურვებს თუ არა ამჯერად მასზე კონტროლის აბასის ადმინისტრაციისთვის გადაცემას
ქართული პრესის მიმოხილვა 14.05.2021
იაგო კაჭკაჭიშვილი - პოლიტიკური პროექტი, რომლის მიზანია „ქართულმა ოცნებამ“ ადგილობრივ არჩევნებში ამომრჩეველთა ხმების 43% არ აიღოს, რეალისტურია
ევროკრედიტსა და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, თბილისსა და ქუთაისში „მამების სკოლა“ იხსნება
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში სუპერ პრიზი - ბინა გათამაშდა
კარაგანდაში შპს „ქაზ კარბონის“კუთვნილი ახალი ნახშირის გამამდიდრებელი ფაბრიკა გაიხსნა
თბილისში ქართულ-ფრანგული საკონდიტროების ქსელ Bisues-ის პირველი მაღაზია გაიხსნა