სოლომონ პავლიაშვილი - აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ კომპონენტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოსა და საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის „ორქისი“ წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, - ამის შესახებ „ინტრეპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

როგორც მინისტრის მოადგილემ შეხვედრაზე აღნიშნა, პროექტი ახალი გამოწვევაა და იგი ხელს შეუწყობს საქართველოში ცირკულარული მოდელის იმპლემენტაციას.

„აუცილებელია, შევქმნათ ისეთი მოდელი, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევამციროთ ბუნებრივ რესურსებზე ზეწოლა, შევქმნათ უნარჩენო ტექნოლოგია ქვეყანაში და წავახალისოთ ცირკულარული ეკონომიკის მოდელი. ერთიანი ძალისხმევით, ეს პროექტი წარმატებული იქნება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

პროექტი „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ დაფინანსებულია შვედეთის მთავრობის მიერ და მიზნად ისახავს, საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, ცირკულარული ეკონომიკის ეროვნული პოლიტიკის სამიზნე მაჩვენებლების და ცირკულარული მიზნების განსაზღვრასა და დადგენას, ცირკულარული ეკონომიკის ინიციატივებისათვის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრას და საქართველოსთვის ცირკულარული ეკონომიკის სტრატეგიისათვის რეკომენდაციების შემუშავებას, რათა დაჩქარდეს ქვეყანაში ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი.

საკოორდინაციო საბჭო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დაამტკიცა და იგი წარმოადგენს საქართველოს მთავრობის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს აღნიშნული მიზნების შესრულებისთვის.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს