ჭიათურაში გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50%-ით მომატებას მოითხოვენ

იათურაში მაღაროელები კვლავ გაფიცულები არიან. ისინი ხელფასის 50-%-ით მატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ მათი შრომითი ხელშეკრულება გარკვეულ ჩასწორებებს საჭიროებს. როგორც მაღაროელები აცხადებენ, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„ვითხოვთ 50%-იან ხელფასის მატებას, ინფლაციასთან მიბმას და შრომითი ხელშეკრულების გაფორმებას, სხვა ჩვენ ამ ეტაპზე არავითარი მოთხოვნები არ გვაქვს. არის შემოთავაზება მაისის თვისთვის ხელფასის 250 ლარით მატების, მაგრამ ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს, ჩვენ ვითხოვთ 50%-იან ხელფასის მატებას, ინფლაციასთან მიბმით. თუ არ დაკმაყოფილდა ჩვენი მოთხოვნა, ამ შემთხვევაში ვაგრძელებთ გაფიცვას, მშვიდობიან გაფიცვას, როგორც ვდგავართ ისე ვიდგებით. ამ დროისთვის ყველა მაღარო და საწარმო გაჩერებულია“, - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა ბესიკ კაპანაძემ.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს