თეა ახვლედიანი - იმედს გამოვთქვამ, რომ ინტენსიური მუშაობით და საზოგადოების ფართო ჩართულობით, ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას

ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ინტენსიური მუშაობით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას. საბოლოოდ კი მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანამემამულის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა, სადაც აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსვენებული 13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ დროისთვის, 2000-ზე მეტი პირი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

"საქართველოში შეიარაღებული მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების დ მათი ოჯახების დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირთა დაკრძალვის ცერემონია დღეს შედგება. მათ შორის, ოთხი სამხედრო მებრძოლი სამხედრო პატივით დაიკრძალება დიღმის ძმათა სასაფლაოზე. ჩვენ აუცილებლად განვაგრძობთ ინტენსიურ მუშაობას ამ პროგრამის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ძლიერი მხარდაჭერით და უშუალო ჩართულობით. ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ინტენსიური მუშაობით და საზოგადოების ფართო ჩართულობით ჩვენ შევძლებთ კიდევ უფრო მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მოძიებას. საბოლოოდ კი მოხდება ომით გაყოფილი საზოგადოებების შერიგება და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება, რომელმაც არაერთი ჩვენი თანმემამულის სიცოცხლე შეიწირა. ამ ეტაპისთვის 2300-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, მათგან უკვე გადაეცა ოჯახებს 206 იდენტიფიცირებული პირი. ბუნებრივია, ჩვენ ინტენსიურად განვაგრძობთ ამ პროცესს. როდესაც ჩვენ გადმოვასვენეთ 13 ჩვენი მოქალაქე კონტროლირებად ტერიტორიაზე, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზეც გადაეცა ოჯახს ერთი იდენტიფიცირებული პირი სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში",- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, რომ 1992- 1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული 14 პირია ამოცნობილი, რომელთაგან 13 ქართველია და 1 აფხაზი. ნეშტების ექსჰუმაცია 2017-2019 წლებში სოხუმში, ოჩამჩირეში, გულრიფშსა და გაგრაში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების დროს განხორციელდა.

ცნობისთვის, 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის აგვისტოს ომში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების მექანიზმების ფარგლებში პირველი იდენტიფიცირება და გადმოსვენება 2013 წელს განხორციელდა. ამ დრომდე მექანიზმების ფარგლებში ნაპოვნია 583 ადამიანის ნეშტი, მათგან იდენტიფიცირებულია 206.

გიგი გიგიაძე - ხელისუფლება ვერ ახერხებს რუსულ კანონზე აბსოლუტური უმრავლესობის აზრის შეცვლას, დღითიდღე ფერები იცვლება და სულ უფრო მეტად ხდება ყველაფერი შავ-თეთრი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
კახა ოქრიაშვილი - იმედია, რევოლუციის შიში „ოცნებას“ უარს ათქმევინებს არჩევნების გაყალბებაზე
GM PHARMA ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს
ვებრძოლოთ სისუსტეს და ადვილად დაღლას - შევმატოთ ორგანიზმს სასიცოცხლო ენერგია
საქნახშირის მოპოვების მაჩვენებელმა ჯამში 1 000 000 ტონას მიაღწია
ბიზნესმენი სულხან პაპაშვილი განცხადებას ავრცელებს