ჭიათურის  მერიასთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს

ჭიათურის  მერიასთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიასთან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი აქციას მართავს.

აქციის მონაწილეების თქმით, მაღაროების მუშაობის გამო, სოფელ შუქრუთში სახლები ინგრევა, რის გამოც, ისინი ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ.

„ჩვენი სოფელი ინგრევა, ალბათ, 2-3 წელში, არც ერთი სახლი არ დარჩება მთელი. გვინდოდა იქ ცხოვრება, მაგრამ უკანონოდ მოვიდნენ და დაგვანგრიეს. ვითხოვთ ანაზღაურებას, არავისგან არ არის გამოხმაურება. რა ვქნათ? ევროპას მოვთხოვოთ თავშესაფარი, თუ რა გავაკეთოთ?! “ -აცხადებს აქცის ერთ-ერთი მონაწილე ია ასანიძე.