„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციას მართავენ

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციას მართავენ.

კერძოდ, „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების აქცია 17 ქალაქში მიმდინარეობს, მათ შორის, გუმათში.

საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი. ის მხარდამჭერებს მოუწოდებს, აქციებს შეუერთდნენ.

საპროტესტო აქციები მიმდინარეობს შემდეგ ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებში: გუმათში, ქობულეთში, ბოლნისში, რუსთავში, ზუგდიდში, წყალტუბოში, ლენტეხში, ყაზბეგში, ლანჩხუთში, თერჯოლაში, რუისში, გორში, ცაგერში, თელავში.

შეგახსენებთ, 180-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ." გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო