„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეებმა ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

როგორც „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის წევრები აცხადებენ, „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამასთან, „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები მოუწოდებდნენ სამართალდამცავებს განემარტათ, თუ რატომ არ იღებენ რკინის ჯებირებს.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი განმარტავს, თუ ხელისუფლება მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებს, პიკეტირება დაიწყება.

შეგახსენებთ, 180-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ." გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს