ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ, სასულიერო პირები, რომლებსაც მღვდელმსახურება აუკრძალა, ეკლესიიდან არ განკვეთა.

მეუფის განცხადებით, ახლა ვინმეს დასჯის განწყობა არ აქვს და მისთვის მთავარია, წირვა-ლოცვის ჩატარების საშუალება ჰქონდეს. ამის შესახებ მან თამაკონში, მაცხოვრის ამაღლების ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

„ჩემი განწყობა არ არის ვინმეს დასჯა. თუ არ შეეცდებით, რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე ამას არ ვიყენებ. ჩემი ნება არ არის და არც ღვთის ნება არ არის, რომ მე გამოვიყენო რკინის კვერთხი განკვეთისთვის. თუ ვინმეს არ ექნება სურვილი, რომ გამოვიყენოს თავის თავზე, მაშინ მე არ ვიყენებ ამ კვერთხს. თუ მე აქ ვინმეს სიტყვას მივცემ, მხოლოდ იმისთვის, რომ შენდობა ითხოვოს იმის გამო, რომ ღვთის წინაშე მისი საქციელი წირვების ჩაშლა იყო მისგან დანაშაული და ბოდიშს იხდის. სხვა სალაპარაკოდ ამბიონს მე არავის მივცემ! არც ამბიონიდან არც ქვემოთ, გარეთ კომენტარებში შეგიძლიათ ისაუბროთ. არ მაქვს განწყობა ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა. შენ მღვდელმოქმედება აკრძალული გაქვს და არ გაქვს უფლება იქადაგო. შენდობა სთხოვე ხალხს! აქ არის ტაძარი და არ გაძლევთ [ქადაგების] უფლებას. შენ მე ტაძარში საქმეები მირჩიო, ამის უფლებას არ გაძლევთ. თუ წირვა-ლოცვას ხელი არ შეეშლება, არ გვაქვს საჭიროება, ვინმე განვკვეთოთ", - მიმართა მეუფემ სასულიერო პირებს.

მეუფეს მის მიერ დასჯილი სასულიერო პირები პასუხს სთხოვდნენ, იმაზე თუ რატომ მოუწოდა ხვალინდელ წირვაზე მისვლისკენ საქართველოს მრევლს და არა ჭყონდიდის ეპარქიის მრევლს. რაზეც მეუფემ მამაოებს უპასუხა, რომ მათ ტაძარში საუბრის უფლება არ ჰქონდათ, რადგამ მღვდელმსახურება შეჩერებული აქვთ. ასევე, აღნიშა, რომ თუ წირვა-ლოცვაში ხელისშეშლა არ იქნება, არავის განკვეთა არ მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა