„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ბათუმში, აქციაზე ერთი პირი დააკავეს

„ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეების ინფორმაციით, ბათუმში მათ მხარდამჭერ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. როგორც აქციის მონაწილე განმარტავს, მათი მხარდამჭერი დაუსაბუთებელი მიზეზის გამო დააკავეს. ისინი სამართალდამცველებს მოუწოდებენ, დაკავებული გაათავისუფლონ.

ამასთან, აქციის მონაწილეებმა ამ დროისთვის, ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩა გადაკეტეს, რის გამოც ქუჩაზე გადაადგილება შეფერხებულია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ქუთაისში აქციას მხარდამჭერები რამდენიმე რეგიონიდან შეუერთდნენ.

როგორც „ნამახვანჰესის" მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული აქციის წევრები აცხადებენ, „რიონის ხეობის მცველებს“ სოფელ ნამოხვანში შესვლის უფლებას არ აძლევენ. ამასთან, „ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები მოუწოდებდნენ სამართალდამცავებს განემარტათ, თუ რატომ არ იღებენ რკინის ჯებირებს.

შეგახსენებთ, 180-ე დღეა, რაც რიონის ხეობაში „ნამახვაჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. კერძოდ, გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა. გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს "ენკა რინიუებლზისათვის" აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ." გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი. ასევე თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს