ზაალ უდუმაშვილი - თალაკვაძეს უთხრეს, რომ უნდა წასულიყო და წავიდა, მარჩიელობას ვერ დავიწყებ რა არ მოეწონა ივანიშვილს - „ოცნებაში“ რღვევის პროცესი მიმდინარეობს

თანამდებობიდან გადადგომა თალაკვაძის სურვილი არ ყოფილა, უთხრეს, რომ უნდა წასულიყო და წავიდა, ვერ დავიწყებ მარჩიელობას მიზეზებზე, თუ რა არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს ბოლო პერიოდში არჩილ თალაკვაძეში“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი არჩილ თალაკვაძის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებას.

როგორც უდუმაშვილი „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განმარტავს, „ქართულ ოცნებაში“ მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილი ასრულებს, პარტიაში მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს კი მის გარეშე არ იღებენ.

„ეს თალაკვაძის სურვილი ნამდვილად არ ყოფილა. მას უთხრეს, რომ უნდა წასულიყო და წავიდა. მიზეზებზე ვერ დავიწყებ მარჩიელობას, თუ რა არ მოეწონა ბიძინა ივანიშვილს ბოლო პერიოდში არჩილ თალაკვაძეში. სავარაუდოდ, შეიძლება, შეთანხმებაზე იყო საუბარი, რომელიც საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს არ მოეწონა, სადაც თალაკვაძე ერთ-ერთი მომლაპარაკებელი იყო.

„ქართულ ოცნებაში“ მთავარ როლს ბიძინა ივანიშვილი ასრულებს, ბუნებრივია, ყველა ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მის გარეშე არ იქნება.

ბუნებრივია, ეს ის პროცესია, რომელიც გვიჩვენებს რომ „ქართულ ოცნებაში“ პრაქტიკულად რღვევის პროცესი მიმდინარეობს, ჩამოშლილია სახელმწიფო ვერტიკალი, როგორც ხელისუფლებაში, ისე პარტიაში.

ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც პრემიერ-მინისტრი გადადგება, შემდგომ პარლამენტის თავმჯდომარე, ქვეყნის პირველ და მეორე პირებზეა საუბარი, ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ მთლიანად ჩამოშლილია ხელისუფლება. აქედან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი არჩევნებია“, - აცხადებს უდუმაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თანამდებობიდან გადადგა. "ქართულმა ოცნებამ" სპიკერის პოზიციაზე კახა კუჭავას კანდიდატურა წარადგინა, თავად არჩილ თალაკვაძე კი ვიცე-სპიკერის პოსტზე გადაინაცვლებს.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ